­

TSC სერიები - 86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულე კამერები

 

 

Thermo Scientific™ TSC სერიის-86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულეში შესაძლებელია ნიმუშების უსაფრთხო შენახვა. საყინულე იძლევა ნიმუშების დაცვის გარანტიას და ხასიათდება მოსახერხებელი ზომებით.

მახასიათებლები:

მიკროპროცესორის კონტოლი - ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემა, მიკროპროცესორის კონტროლის ჩათვლით და მონიტორინგის სისტემით, უზრუნველყოფს მოწყობილობის გამოყენების სიმარტივეს;

მარტივად მოსახსნელი ფილტრი იძლევა გარეცხვის საშუალებას, რაც იცავს საყინულის კონდენსატორს მტვრისგან (რამაც შესაძლოა გაციების შემცირება და ნიმუშების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს).